Saturday, June 2, 2012

Windows 7 – ინსტალაცია და კონფიგურაცია



ვინდოუს შვიდის დასაყენებლად დაგვჭირდება:
1 კომპიუტი, რომლის მინიმალური მონაცემები შეესაბამება აქ მოყვანილს:
32 bit (x86):
პროცესორი: 1GHz x86 processor
RAM : 1GB
ვიდეო დაფა : დაფა რომელსაც აქვს DirectX 9ის მხარდაჭერა და 128MB ვიდეო მეხსიერება.
თავისუფალი მეხსიერება მყარ დისკზე : 16GB (და ვინჩესტერი უნდა იყოს მინიმუმ 40GB ზომის).
ოპტიკური დისკი : ნებისმიერი DVD დრაივი.
64 bit (x64)
პროცესორი : 1GHz x86-x64 processor
 RAM : 2GB
თავისუფალი მეხსიერება მყარ დისკზე : 20GB ( ვინჩესტერი უნდა იყოს მინიმუმ 40GB ზომის).
ოპტიკური დისკი : ნებისმიერი DVD დრაივი.
ეს არის მინიმუმი მაგრამ უკეთესად შემოწმებისთვის გადმოწერეთ და გაუშვით პროგრამა Windows 7 Upgrade Advisor.
1 ვინდოუს შვიდის DVD. (სასურველია იყოს ორიგინალი ან ორიგინალის ასლი).
1 DVD  დრაივი.
დავიწყეთ à შევიდეთ BIOS-ში და შევცვალოთ BOOT Sequence, (უფრო მარტივად): მყარი დისკი გადავაადგილოთ სულ ზევით რათა ის ჩაიტვირტოს   პირველი.(ჩართეთ კომპიუტერი, ჩადეთ ვინდოუსის დისკი DVD დრაივში და დაარესტარტეთ კომპიუტერი. ართვისას  აჭირეთ F12-ს სანამ პატარა მენიუ არ გამოვა სადაც იქნება ვინჩესტერი და DVD დრაივი. და აირჩევთ DVD დრაივს.)
ნაბიჯი 1დავარესტარტოთ კომპიუტერი და ჩვენს DVD დრაივში მოვათავსოთ ვინდოუს 7-ის DVD. დაიწყება ჩატვირთვა და თქვენ დაინახავთ ამასà
ნაბიჯი 2გამოვა ფანჯარა, ავირჩიოთ სასურველი ენა, კლავიატურის ენა, დროის და ვალუტის ფორმატი. შემდეგ დავაჭიროთ NEXT-.
ნაბიჯი 3გამოვა ფანჯარა, რომელზეც იქნება გამოსახული ორი ვარიანტი, აღდგენა (თუ აქამდე გეყენათ ვინდოუს 7) და ინსტალაცია. დავაჭერთ ინსტალაციას
ნაბიჯი 4ისევ გამოვა ფანჯარა, ამჯერად დაინახავთ ეგრედწოდებულ license terms-, რომელიც უნდა დაკვირვებით რამდერჯერმე წაიკითხოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაეთანხმოთ, მოკლედ ეგრედწოდებული პწიჩკით აღნიშნეთ I accept the licence terms დადააჭირეთ  Next-ს
ნაბიჯი 5რაღათქმაუნდა ისევ გამოვა ფანჯარა, რომელიც მოგვცემს ინსტალაციის ტიპის არჩევის საშუალებას. გვაქვს ორი ვარიანტი Upgrade  და Custom (Advanced). თუ გვიყენია ვინდოუს XP მაშინ აირჩიეთ Custom (Advanced), და თუ გიყენიათ ვისტა მაშინ შეგიძლიათ აირჩიოთ ის რომლის სახელიც უფრო მოგეწონებათ, მაგრამ სასურველია  ორივე შემთხვევაში აირჩიოთ Custom (Advanced).
ნაბიჯი 6გამოვა ფანჯარა ლოკალური დისკების სიით. დააყენეთ ნებისმიერ დისკზე უბრალოდ გაითვალისწინეთ მოთხოვნილებები.
ასევე შენიშნავთ ღილაკებს Refresh, Load Driver და Drive options (advanced). Load Driver – თუ ჩარტული გაქვთ RAID მაშინ შედიძლიათ ფლეშკის ან დისკის საშუალებით. Drive Options – აქ იქნება ისეთ ფუნქციები როგორიცაა Format, Erase, Enlarge. ავირჩიოთ სასურველი ლოკალური დისკი და დავაჭიროთ NEXT-.


ნაბიჯი 7დაიწყება ინსტალაცია, დრო დამოკიდებულია თქვენს კომპიუტერზე. (დაახლოებით  ამას ჭირდება 35 წუთი)


ნაბიჯი 8მეშვიდე ნაბიჯის დასრულების შემდეგ თქვენი კომპიუტერი დარესტარტდება და რესტარტის შემდეგ გაგრძელდება ინსტალაციის პროცედურა.

ნაბიჯი 9როცა კომპიუტერი ჩართვას დაიწყებს იგი ავტომატურად ჩაიტვირთება DVD დრაივში მყოფი DVD დისკიდან. უბრალოდ უნდა დაელოდოთ.

ნაბიჯი 10ამის შემდეგ თქვენი კომპიუტერი მომზადდება პირველი გამოყენებისათვის.
ნაბიჯი 11გამოვა ფანჯარა სადაც უნდა მიუთითოთ მომხმარებლის და კომპიუტერის სახელი.
ნაბიჯი 12მოცემულ ფანჯარაში უნდა მიუთითოთ თქვენი პაროლი და თუ სურვილი გექნებათ მინიშნება პაროლისთვის.
ნაბიჯი 13როგორც ყოველთვის გამოვა ფანჯარა სადაც უნდა მიუთითოთ სერიული ნომერი, რომელიც DVD- ყუთს აწერია.ეს ნაბიჯი შეგიძლიათ გამოტოვოთ თუ გაქვთპირატული ვერსია და სიახლის აღწერაში ეწერა რომ სერიული ნომერი საჭირო არ იყო.
ნაბიჯი 14ხო, აი აქ თუ რამე არასწორათ გააკეთეთ შეიძლება თქვენი პირატული ვერსია საერთოთ ვერ გამოიყენოთ. თუ იცით რომ ნამდვილ ვინდოუსს აყენებთ მაშინ აირჩიეთ Use recomended Settings, და თუ პირატული მაშინ Ask me Later.


 ნაბიჯი 15ავირჩიოთ სასურველი დროის სარტყელი საქართველოსთვის (UTC +04:00) Tbilisi. და პწიჩკა მოვუშალოთ Automaticly adjust clock for daylight saving time.
ნაბიჯი 16ავირჩიოთ კომპიუტერის ადგინსამყოფელი.

ნაბიჯი 17ვინდოუსი ყველაფერს გადახედავს და თქვენი კომპიუტერი დარესტარტდება.

ნაბიჯი 18თუ THE BLUE SCREEN OF DEATH არ დაინახეთ და ჩვეულებრივი BOOSSCREEN-ია მაშინ ყველაფერი კარგადაა. (ჯერჯერობით)
ნაბიჯი 19თუ ყველაფერი კარგად წავიდა Logon Screen-მდე უნდა მიაღწიოთ სადათ პაროლი უნდა მიუთითოთ. თუ რათქმაუნდა მაშინ მიუთითეთ და თითით დააჭიროთ Enter ღილაკს კლავიატურაზე, ან თქვენი პაროლის გვერდით მყოფ მრგვალ ისარს.
ნაბიჯი 20დაინახავთ თქვენს დესკტოპს. ახლა უნდა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფრის დრაივერი დაყენდა და პრობლემა არ გვაქვს. ამისთვის გამოვიყენებთ Device Manager-.
ნაბიჯი 21შევიდეთ Start Menu -> Control Panel -> System and Security -> System -> Device Manager. თუ დავინახავთ რამეს ძახილის ნიშნით დაშინ ასე ვიქცევით, ვაჭერთ მას მაუსის მარჯვენა ღილაკით და შემდეგ ვირჩევთ Update Driver Software.
ნაბიჯი 22ესეიგი ამჯერადაც გამოვა ფანჯარა და გექნებათ მხოლოდ ორი ვარიანტი: დრაივერის მაიკროსოფტის სერვერებზე მოძებნა და რომელიმე ლოკალურ დისკზე ან ფლეშკაზე. აირჩევთ სასურველ.

ნაბიჯი 23და ბოლოს შევამოწმოთ აქტივაცია გაიარა თუ არა ჩვენმა ვინდოუს შვიდმა, ამისთვის შევიდეთ Start Menu -> Control Panel -> System and Security -> System. გამოვა ამ გაკვეთილში ბოლო ფანჯარა ჩამოვიდეთ ცოტა ქვევით და ყველაფერს ვნახავთ თუ წერია Windiws is activated მაშინ ვინდოუსი აქტივირებულია და უბრალოდ დახურავთ ამ ფანჯარას და საქმიანობას გააგრძელებთ და თუ არა მაშინ გამოიყენეთ Remove WGA რომ ამან აღარ შეგაწუხოთ, და თუ არადა თავიდან გაიარეთ აქტივაცია.
ამის შემდეგ ანტივირუსის დაყენებაღა დარჩა. მე გირჩევდით Avast Internet Security, Avira Premium Security Suite, Kaspersky Internet Security, Norton Internet Security. ასევე Microsoft Security Essentials თუ ლიცენზირებული ვინდოუსი დააყენეთ.

No comments:

Post a Comment